Home
Category
TV Live Menu

ქვეყნები, სადაც საავიაცო ბაზრები ყველაზე სწრაფად იზრდება

59f1ef86cc68c
BM.GE
26.10.17 19:00
956
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრთნაკადის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ორგანიზაციის კვლევის შედეგებით თანახმად, 2036 წელს საჰაერო ტრანსპორტით 7 მილიარდ 800 მილიონი მგზავრი ისარგებლებს. IATA-ში წელს 4 მილიარდი მგზავრის გადაყვანას ელოდებიან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლები მოსალოდნელია იმ პირობებში, თუ სავაჭრო, ვიზა და საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციის არსებული პროცესები შენარჩუნდება.

საავიაციო ბაზრების ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდა მოსალოდნელია: ჩინეთში (IATA-ს პროგნოზით, 2022 წლისთვის ის გადაასწრებს აშშ-ს), აშშ-ში, ინდოეთში, ინდონეზიასა და თურქეთში. მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით, რეგიონების თვალსაზრისით ლიდერობენ: აფრიკა (5.9%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აზია და წყნარი ოკეანე (4.6%). ევროპის რეგიონში ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ი იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day