სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მარიანა მორგოშიას განცხადებით, პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.
„კომერციული ატაშეები გვეყოლება თურქეთში, აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, გალფის ქვეყნებსა და ჩინეთში. ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმი კონკრეტული იყო - სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები და ქვეყნები, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს. კომერციული ატაშეების ძირთადი ფუნქცია იქნება როგორც მსხვილ შემსყიდველებთან კომუნიკაცია და კონტაქტი ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაცნობის თვალსაზისით, ასევე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა. ატაშეებს მჭიდრო კავშირი ექნებათ ექსპორტის და ინვესტიციების მიმართულებასთან. მათი მხრიდანაც მოხდება ინფორმაციის მოძიება და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება კოორდინაცია თუ რომელი კომპანიებია პრიორიტეტული იმ სექტორების და პროდუქტების გათვალისწინებით, რის ექსპორტსაც ვგეგმავთ და რა საინვესტიციო წინადადებებიც გვექნება“, - განუცხადა „ანალიტიკას“ მორგოშიამ.
მისივე თქმით, კომერციულ ატაშეებს ექნებათ ყოველთვიური გეგმები, რის მიხედვითაც მათი ეფექტიანობა მკაცრად შეფასდება.
კომერციული ატაშეების პოზიციაზე კადრები ჯერ შერჩეული არაა. ახალი ინსტიტუტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს.