"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ლარის გაუფასურებას სეზონურობას უკავშირებს. ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ვახტანგ ბუცხრიკიზე აცხადებს, რომ ლარის კურსის დასტაბილურება ლოგიკურია.
"ფუნდამენტალურ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ქვეყნის ეკონომიკა ნორმალურად ვითარდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მიმართულებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებლია ტურიზმში, კარგი მაჩვენებელია ექსპორტში, გადმორიცხვებში. აქედან გამომდინარე წელს ეს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე იყო შარშან და ლოგიკურია ვთქვათ იყოს სტაბილური. ალბათ ეს მეტწილად გამოწვეულია სეზონურობით’’-აცხადებს ,,თიბისი ბანკის’’ გენერალური დირექტორი.