Home
Category
TV Live Menu

ქვეყნის რეგიონებს შორის დედაქალაქი უმუშევრობის დონით ლიდერობს

5a891943477b1
მეგი კავთუაშვილი
18.02.18 11:00
721
შრომის ბაზრის ანალიზის ბოლო ანგარიშის მიხედვით უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე თბილისშია და 22%-ს შეადგენს. უმუშევრობა გაზრდილია იმერეთსა და შიდა ქართლის რეგიონებშიც, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში უმუშევრობის დონე შემცირებულია.

კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა. რომლის შედეგადაც რეგიონებს შორის ფინანსური უთანასწორობა გამოვლინდა, რაც პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასაქმების შესაძლებლობებსა და შრომით მიგრაციაზე.

“2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 77.5% თბილისზე მოდის და შეადგენს 1 275.9 მლნ. აშშ დოლარს, მეორე ადგილზეა აჭარის ა.რ 160.9 მლნ. აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბით, მთლიანი დამატებული ღირებულების თითქმის ნახევარი თბილისში იქმნება (2015 წლის მონაცემებით 49%). შესაბამისად, რეგიონების მიხედვით ეკონომიკური აქტივობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არათანაბარზომიერი განაწილება გავლენას ახდენს შიდა მიგრაციაზე, სამუშაო ძალის მობილიზება ხდება კონკრეტულად დედაქალაქში, რაც თავის მხრივ ზრდის თბილისში უმუშევრობის დონეს.“ - ნათქვამია შრომის ბაზრის ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day