კვლევის მიხედვით, ბიზნესის მართვისას 71% მიზნად ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს თავისი კომპანიისთვის და ცდილობს მიაღწიოს მათ, თუმცა 67% აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვისას ურჩევნია მიჰყვეს საკუთარ ინსტინქტს, ვიდრე შეიმუშაოს დეტალური ფინანსური გეგმები.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მიხედვით, მეწარმეების თითქმის ნახევარს ბიზნესის ანგარიშები და ფინანსები პირადი ანგარიშებისა და ფინანსებისგან მკაცრად აქვს გამიჯნული; 23%-ს აქვს ცალკე ანგარიში ბიზნესისთვის, თუმცა უჭირს ბიზნესის ფინანსებისა და საოჯახო ფინანსების გამიჯვნა; 28% ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებს ბიზნესისა და პირადი საჭიროებებისთვის;