Home
Category
TV Live Menu

"რა არის თავისუფლების აქტი და რის გაუქმებაზე გამოითქვა ინიციატივა"

58920e8f612d6
BM.GE
01.02.17 20:35
1257
"თავისუფლების აქტის გაუქმება არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ბოროტება, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მოსახლეობას გაუკეთოს", - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი და მის ძირითად დებულებებს აქვეყნებს:

"რა არის თავისუფლების აქტი და რის გაუქმებაზე გამოითქვა ინიციატივა.

თავისუფლების აქტი არის კანონი, რომლის შეცვლას ან გაუქმებასაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ის მოიცავს:

1. ვინც დაქირავებით მუშაობთ, იხდით საშემოსავო გადასახადს. 20%-ს. ყოველი 100 ლარიდან 20 ლარს და 1000 ლარიდან 200 ლარს და ა.შ.
თავისუფლების აქტი იცავს ამ გადასახადს გაზრდისგან რეფერენდუმის გარეშე. ეს ეხება ბიზნესსაც (ვინც ფიზიკურ პირადაა დარეგისტრირებული)

2. მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი (ანუ ბიზნესი) იხდის მოგების გადასახადს. ანალოგიურად მთავრობას რეფერენდუმის გარეშე შეეძლება მოგების გადასახადის გაზრდა.

3. დღგ, - ამას იხდის ყველა ადამიანი. ეს გადასახადი აისახება ფასში. 18%-ს ყოველი ერთი ლარიდან იხდის მომხმარებელი. ამის რეფერენდუმის გარეშე გაზრდასაც თავისუფლების აქტი იცავს.

4. ყოველი შექმნილი ლარიდან ეკონომიკაში, მთავრობა გარკვეულ ნაწილს განკარგავს. რამდენს ანდობდით მთავრობას? მე ამ მთავრობას არაფერსაც არ ვანდობდი. თავისუფლების აქტი ამბობს, რომ არ შეიძლება მთავრობამ ყოველი 1 ლარიდან 30 თეთრზე მეტი განკარგოს.

5. თავისუფლების აქტი ამბობს, რომ დეფიციტი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ანუ მთავრობას აიძულებს არ ხარჯოს ბევრად მეტი ვიდრე შემოსავლები აქვს, რადგან ვალების აღება მოუწევს.

6. თავისუფლების აქტი ლიმიტს უწესებს მთავრობას ვალზე. ვალი ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა ისევ ჩვენი გადასახდელია. ან ჩვენი შვილების და შვილიშვილების. დღეს ყოველ დაბადებულ ახალშობილს უკვე ვალი აქვს 3 900 ლარი. ქვეყნის ვალი არანაკლებ უსიამოვნოა პირადი ვალისგან.

7. თავისუფლების აქტის გამო მთავრობა ვერ გვიკრძალავს დოლარის ან ევროს ლარში გადახურდავებას.

და ეს ჩამონათვალი კიდევ გრძედება", - წერს ხორგუაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day