პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული ვალუტის მერყეობა, არაკვალიფიციური მუშახელი - ეს ის 3 მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც საქართველოში მოქმედი ევროპული და ადგილობრივი ბიზნესები აწყდებიან. შესაბამისი კვლევა ევროპულმა ბიზნესასოციაციამ 200 კომპანიაზე დაყრდნობით მოამზადა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა. ბიზნესის საჭიროებების კვლევის მომდევნო ეტაპი მისი განხილვა და გამოსავლის გზების ძიება იქნება, რომელსაც კონკრეტულ ფორმატში განიხილავენ. ეს ფორმატი კი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ჩართულობით შეიქმნა.