Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეფექტი აქვს მიგრაციას საქართველოს ეკონომიკაზე?

BM.GE
11.11.22 15:30
153
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ მოლოდინების საწინააღმდეგოდ საქართველოს ეკონომიკა წელს 10.3%-ით გაიზარდა, რასაც სააგენტო რუსების მიგრაციით ხსნის და პარალელურად აღნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი ზრდა იყო სომხეთში - 13.1%-იანი. აქვე ორგანიზაცია წერს, რომ სომხეთმა და საქართველომ 150,000-300,000 მიგრანტი მიიღეს, რომლებმაც ასობით მილიონის კონტრიბუცია შეიტანეს ამ ქვეყნების ეკონომიკაში. მიგრაციის ეკონომიკური ეფექტის გამოსახატად S&P ტერმინ “დაბუსტვას” იყენებს. 

მიგრანტების ეფექტზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების განახლებულ ყველა ანგარიშში იყო საუბარი და ამავე დროს ყველა შემთხვევაში ფრთხილი დამოკიდებულებაა მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. საკმაოდ მოზომილია მთავრობაც და 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 5% იან ზრდას ვარაუდობენ.

სტუმარი: ლევან სურგულაძე - საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day