Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ელის წისქვილკომბინატებს?

BM.GE
19.01.22 13:23
325
რამდენიმე თვეა საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატები ხორბლის იმპორტის შემცირების გამო, დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ. ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ რეგიონში მოქმედი 10-მდე მცირე წისქვილკომბინატი დაიხურა. ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის პარალელურად კი 2021 წლიდან დახურვის ან ფქვილის ექსპორტზე გადასვლის საფრთხის წინაშე ხორბლის მსხვილი გადამმუშავებლებიც დადგნენ. წისქვილკომბინატების წარმომადგენელთა პესიმიზსტური განცხადებების ფონზე გარემოს დაცვის და სოფლისმეურნეობის მინისტრმა თქვა რომ განცხადებები რომელიც სექტორის წარმომადგენლებისგან ისმოდა უპასუხისმგებლოა. 

ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმიდან ხელმოწერის გაწვევას შეეხება. რაც შეეხება მემორანდუმს, ამ მემორანდუმით, კერძო სექტორი ქვეყანაში ორთვიანი ხორბლის მარაგების არსებობის შესახებ პასუხისმგებლობას იღებს. მისი განმარტებით, სამინისტრო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ბიზნესის მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებს, რადგან სახელმწიფოს ფუნქცია სხვადასხვა ინდუსტრიებს შორის ბალანსის დაცვაა.

სტუმრები: ბესიკ ბეჟაშვილი - "ჯეომილი", გენერალური დირექტორი;
ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი
 


Subscribe to our news

Get the main news of the day