Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეტაპზეა ღია ბანკინგის პროექტი?

BM.GE
19.10.22 09:44
149
ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით, ფინანსური ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობისა და გამჟღავნების ახალი მოთხოვნები შეიმუშავა, რომელთა მთავარი მიზანი კომბინირებულად გაყიდვადი საფინანსო პროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, მომხმარებელთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და ბაზარზე კონკურენციის წახალისებაა. 

ცვლილების მიხედვით, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შეთავაზებაში შემავალი თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება. კერძოდ, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია როგორც კომბინირებული შეთავაზების ფარგლებში საფინანსო პროდუქტისთვის მინიჭებული, ისე საფინანსო პროდუქტის როგორც დამოუკიდებელ პროდუქტად სარეალიზაციო ფასების შესახებ. აღნიშნული ცვლილებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. 

ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომელსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მათთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს გაუმჟღავნოს, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს.და პროექტის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების შესრულება სუბიექტებისთვის 2023 წლის 1-ლი მარტიდან იქნება სავალდებულო. 





Subscribe to our news

Get the main news of the day