Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეტაპზეა მცხეთის გენ.გეგმაზე მუშაობა?

BM.GE
28.10.21 12:34
335
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დღევანდელი მდგომარეობით, მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა ისევ არ დაუმტკიცებია. როგორც BMG-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განუცხადა, დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა კონცეფციის პროექტი მომზადებულია.

კითხვაზე, გააჭიანურა თუ არა ახალი გენგეგმის მიღების პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონცეფციის ირგვლივ უთანხმოებამ, მინისტრის მოადგილემ პასუხად აღნიშნა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით “არაერთგვაროვანი შეფასებებია”.

ამ ეტაპზე, მცხეთაში მიწის განსხვისებასა და მშენებლობაზე მორატორიუმი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2018 წლის 16 მაისს, ამჯერად უფრო მოცულობითი შინაარსის დოკუმენტისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ეკონომიკის სამინისტროს მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისთვის საპროექტო მომსახურება 2018-2020 წლებში უნდა მიეღო, ჯამურად 1 800 000 ლარის ფარგლებში.

სტუმარი: აკაკი ზერეკიძე - "აქოლისი", თავმჯდომარე




Subscribe to our news

Get the main news of the day