Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეტაპზეა სკოლებში უფასო კვების პროექტი?

BM.GE
09.06.22 13:37
180
უფასო კვება სკოლებში - ეს დაპირება ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ მას შემდეგ გასცა, რაც იგივე შინაარსის ბანერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმაც გააჟღერეს. შესაბამის უწყებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამაზე შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით რამდენიმე მოდელიდან ერთ-ერთის არჩევა მოხდებოდა. 

იმ პერიოდში თემაზე მუშაობა მართლაც დაიწყო, თუმცა შეხვედრებს განგრძობითი ხასაითი არ ჰქონია და ამ ეტაპზე არც საზოგადოებამ, არც მედიამ და არც სამუშაო ჯგუფში ჩართულმა მხარემ - იუნისეფმა არ იცის დაინერგება თუ არა სკოლებში პროგრამა, რომელიც წესით 2022-2023 სასწავლო წლისთვის იყო დაგეგმილი. 

საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც გასაჯაროვდა კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. საქართველოს საჯარო სკოლებში კი დაახლოებით 549 ათასი მოსწავლე სწავლობს. რა იციან იუნისეფში თემაზე, რა მიმართულებით იმუშავა ორგანიზაციამ და რომელ მოდელებს შორის ხდებოდა არჩევანი?

სტუმარი: თამარ უგულავა - გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day