Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ფინანსური ეფექტი ექნება სამინისტროების გაერთიანებას?

5a1e4b595a5bd
BM.GE
29.11.17 09:52
728
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაის განცხადებით, რა თანხა დაიზოგება მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგდ, ეს რეფორმის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტების პაკეტი განიხილება.

"დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რა სახის სახსრები დაიზოგება, რადგან ჯერ მხოლოდ შერწყმის პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ცალსახად გამოჩნდება ის ეფექტი, რომელიც ამ ცვლილებებს აუცილებლად მოჰყვება", - განაცხადა თადუმაძემ. მისივე თქმით, რეფორმა რომელიმე სფეროსა და დარგის როლს არ შეასუსტებს. "მთავრობის ადმინისტრაციის მისამართით გაცემულა დავალება, რომ არცერთი კომპონენტი არ შესუსტდეს", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში და ამ ცვლილებებიდან გამომდინარე სხვა კანონებში ცვლილებებს დაამტკიცებს, მთავრობა შესაბამის უწყებებს რეორგანიზაციისთვის სამ თვიან ვადას მისცემს.