სოლიდარობა, თანადგომა, ერთიანობა, მათი მხარდაჭერა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება - ეს შენმოქმედია, პანდემიისას გაჩენილი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელმაც საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების თანადგომით შეძლო ისეთი მნიშვნელოვანი ქმდებების განხორციელება, როგორიცაა მადლიერების ტაში, განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა, ახლაგაზრდების მხარდაჭერა, პანდემიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარება, ცხოველების დაპურება და ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ მრავალთაგან, რომელიც შენმოქმედმა მისი ერთწლიანი არსებობისას უკვე მოახერხა.
სტუმრები: ქეთევან ჩაჩავა -CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი;
პაატა ყვავაძე - "შენმოქმედის" გამგეობის თავმჯდომარე;
გოგა ჩანადირი, ფოტოჟურნალისტი.