Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გამოწვევები აქვთ ხორბლის მწარმოებლებს?

BM.GE
04.04.23 09:42
145
საქართველოს მთავრობა ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ვადაზე ადრე აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება, სასურსათო უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მიიღეს, წელს კი ეს რისკები ამოწურულია და ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის სათანადო რაოდენობის მარაგებია. შამუგიამ აღნიშნა, რომ ქერთან მიმართებით ექსპორტის აკრძალვა გასულ წელსვე გაუქმდა. 

მინისტრის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე 7 ფერმერის ვიდეო გავრცელდა, რომლების საუბრობენ, რომ გასული წლის დასაწყობებული მოსავალი უფუჭდებათ, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში არცერთი წისქვილკომბინატი არ მუშაობს. ფერმერები პრობლემურ საკითხად ასახელებენ ადგილობრივ ბაზარზე ფასსაც. როგორ არის შესაძლებელი გაფუჭების ზღვარზე მყოფი ხორბლის რეალიზაცია ექსპორტის დაშვების შემთხვევაში და რა გამოსავალს ხედავენ ფერმერები? 

სტუმარი: ზურა ხიზანიშვილი - ფერმერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day