Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გამოწვევებით ოპერირებს “ლიტვური საცხობი”?

BM.GE
20.05.22 09:49
299
23 წელიწადში საქართველოში ერთი ცალი პურის ფასი საშუალოდ 90 თეთრით გაძვირდა. საქსტატმა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ყოველკვარტალური ფასების ინდექსის დადგენა 1999 წელს დაიწყო, მაშინ პური 30 თეთრი ღირდა, ახლა მისი ღირებულება ლარი და 18 თეთრია. საქართველოსთვის პურპროდუქტების ფასი იმპორტირებულ ხორბლის ღირებულებაზეა დამოკიდებული და თანაც რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება და გაძვირებული ლოგისტიკური და გაძვირებული ხორბლის ხარჯები, პურის ფასს კიდევ უფრო აძვირებს. ქართველმა მწარმოებლებმა ფასები აპრილის დასაწყისში უკვე გაზარდეს, თუმცა ფასების გაზრდას მაისშიც ელოდებიან. რა მექანიზმით დააზღვევს მთავრობა პურზე ფასის ზრდას, ჯერ ცხადი არ არის.


სტუმარი: თინათინ ხუციშვილი "ლიტვური საცხობი"-ს დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day