Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გამოწვევებს ხედავს BAG-ი ჯანდაცვის სექტორში?

BM.GE
09.02.23 10:45
121
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გუშინ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ხდომაზე DRG სისტემასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განხილული იყო DRG სისტემაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი საოპერაციო საკითხები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კლინიკების მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე. კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, რეფორმის მიმდინარეობისას პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საბოლოო ჯამში არ დაზარალდეს პაციენტი და რეფორმის მიმდინარეობა სრულად შეესაბამებოდეს წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს. 

ასევე, შეეხო ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ფასებს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და მასზე სადაზღვევო პროდუქტების დაშენების შესაძლებლობას. შეხვედრის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე, იმსჯელეს 2025 წლის ჰოსპიტლების სერტიფიცირების საკითხზე, რაც ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება და აქედანვე მოითხოვს სათანადო მომზადებას. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
ნინა კობახიძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

Subscribe to our news

Get the main news of the day