ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსი მყარდება. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით კიდევ 0.31 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.78 ლარი გახდა. კურსის მეტ-ნაკლებმა დასტაბილურებამ საზოგადოებაში გააჩინა მოლოდინები რომ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები უნდა შემცირდეს. იძლევა თუ არა დღევანდელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პირობები ფასების დაწევის საფუძველს?