საქართველოში ყველაზე მეტ უძრავ ქონება უკრაინის, რუსეთის, ისრაელის და ყაზახეთის მოქალაქეები ყიდულობენ. - ამის შესახებ გასული წლის ბოლოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბინებს ძირითადად საკურორტო ქალაქებსა და დაბებში ყიდულობენ. შესაბამისად რუსეთის მხრიდან დაწყებული საომარი მოქმედებები ბევრ სხვა სექტორთან ერთად მნიშვნელოვნად დააზარალებს სამშენებლო ინდუსტრიასაც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია საქართველოს ეკონომიკისთვის.