Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსი მიგრანტების შემოსვლას საქართველოს შრომის ბაზარზე?

BM.GE
03.10.22 12:15
161
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა ათასობით რუსეთის მოქალაქემ დატოვა და ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მსხვილ მასშტაბს მიაღწია. აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევითმა ქსელმა, რომელიც კონცენტრირებულია რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევაზე, სექტემბერში გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც განხილულია მიგრაციის პირველი ტალღის გრძელვადიანი ეფექტები და მახასიათებლები.

კვლევის თანახმად, 28 მარტისა და 4 აპრილის შუალედში ქვეყანა 200 000-მდე რუსეთის მოქალაქემ დატოვა, რომელთა დიდი ნაწილიც პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენს და გაურბიან რეპრესიებს. რესპონდენტების საშუალო ასაკი 32 წელია, რომელთა უმეტესობა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და სხვა დიდი ქალაქებიდანაა. გამოკითხულთა 81%-ს აქვს უმაღლესი განათლება. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 15%-ი ამბობს, რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია, 27%-ს შეუძლია მანქანის, 46%-ს კი ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით და რომელ ქვეყანაში ამჯობინებენ წასვლას მიგრანტები, ყველაზე მეტმა, გამოკითხულთა 24.9%-მა თურქეთს მიაშურა, მეორე ადგილზე კი 23.4%-ით საქართველოა.

რესპონდენტთა 43% ამ ქვეყნებში დარჩენას აპირებდა, 18% სხვაგან გადასვლას, 35%-მა არ იცოდა, 3%-ი კი უკან დაბრუნებას გეგმავდა. გარდა ამისა, გამოკითხულთა 45.4% ომამდე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში იყო დასაქმებული, 15.8% მენეჯერი იყო, 15.7% ხელოვნებისა და კულტურის, 13.8% კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობდა.

მათ ნახევარს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელება სურდა, მეორე ნახევარს კი ან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა ან სურვილი.

მიგრანტთა უმეტესობას მომავლის მიმართ პესიმისტური განწყობები აქვს: 72% თვლის, რომ მომავალ წლებში მათი ცხოვრება გაუარესდება, 70%-ს არ სჯერა, რომ პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდება, 72% კი მოელის დისკრიმინაციას ადგილობრივებისგან.

რა გავლენა ექნება არსებულ სურათს საქართველოს შრომის ბაზარზე?

სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი;






Subscribe to our news

Get the main news of the day