რა გავლენა ექნება სანქციების მე-11 პაკეტს რუსეთში ექსპორტზე?
BM.GE
26.06.23 18:05
• 76
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი და მისი აღსრულების ეფექტიანობა არის ევროკავშირის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი უკვე თბილისში არიან და ბიზნესწრეებს და სხვადასხვა ოფიციალური უწყების პირველ პირებს ხვალიდან შეხვდებიან... მათ შორისაა პირველი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი.