რა გახდა მთაწმინდა - რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნის 1 წლით გადავადების მიზეზი?
BM.GE
22.03.23 19:52
• 499
მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2023 წელს დასრულდება- ეს განცხადება დღეს თბილისის მერმა გააკეთა, თუმცა მერს არ უხსენებია მიზეზები თუ რატომ გადავადდა პროექტის დასრულება 1 წლით. ხელშეკრულებით კონტრაქტორ კომპანიას ადგილზე სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინა. რა გახდა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს პროექტის დასრულების კიდევ 1 წლით გადავადების მიზეზი და რა იყო არგუმენტი, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პროექტის შესრულებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 4 ჯერ შეიტანა.