მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, კოსმოსური ფრენის უმაღლესი შესაძლებლობის მისაღწევად ქვეყნები, კომპანიები და უმდიდრესი ადამიანები ძალებს არ ზოგავენ. მართალია, ამ კოსმოსურმა რბოლამ დიდი ტექნოლოგიური წინსვლა გამოიწვია, თუმცა ეს ინოვაციები საკმაოდ ძვირიც დაჯდა.ბოლო 60 წლის განმავლობაში, დაახლოებით 600 ადამიანი გაფრინდა კოსმოსში და მათი უმრავლესობა ან ფინანსურად შეძლებული ან ასეთის მიერ დაფინანსებული იყო.