საქართველოში მოქმედი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები პირობითად სამ კატეგორიად იყოფა. მაღალფასიანი, საშუალო ღირებულების და მათ ფონზე დაბალფასიანი სკოლები.
ყველაზე ძვირადღირებული სკოლების მთავარი უპირატესობა გაცვლითი პროგრამები და უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივაა. მათი პედაგოგები ძირითადად უცხოეთიდან არია, ხოლო დიპლომები, რომელსაც ამ კატეგორიის სკოლები გასცემენ, საერთაშორისო დონეს აკმაყოფილებს.
ერთ-ერთი ასეთია „ევროპული სკოლა“, სადაც ქართული, საერთაშორისო და ამერიკული სექტორი ფუნქციონირებს, წლიური გადასახადი კი 4 000-დან 7 000 ევრომდეა. სკოლაში სწავლა განსხვავებული, საერთაშორისო პროგრამებით მიმდინარეობს. გადასახდში კი შედის ტრანსპორტი, კვება და სხვადასხვა წრეები.
ე.წ. მეორე კატეგორიის სკოლას განეკუთვნება „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“, სადაც წლიური გადასახდელი ყველა კლასისთვის 4900 ლარია. სკოლაში ყველა კლასის მოსწავლის ინტერესების შესაბამისი 50-მდე კლუბი ფუნქციონირებს.
მოსწავლეებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს „ქართულ-ამერიკული სკოლა“, რომლის პრიორიტეტებს ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება წარმოადგენს. რაც შეეხება სწავლების ღირებულებას, I –VI კლასის ჩათვლით 3000 დოლარი ღირს. თანხაში შედის ორჯერადი კვება, დამატებითი მეცადინეობები და კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი.
VII-X კლასებში გადასახდელი 2700 დოლარია, ხოლო XI –XII კლასებში წლიური გადასახდელი 2800 დოლარია. მაღალი კლასებისთვის თანხაში საოლიმპიადო - საკონფერენციო მეცადინეობები და ასევე საატესტატო და სააბიტურიენტო მომზადება შედის.
მეორე კატეგორიის სკოლებს შორის არის „თბილისის მწვანე სკოლაც“, სადაც ყველა კლასისთვის სწავლის ღირებულება 5 000 ლარით განისაზღვრება. თანხაში დაწყებითი კლასებისთვის გახანგრძლივებული მეცადინეობა და კვება შედის. ხოლო უფროს კლასელებისთვის გაძლიერებული სწავლება ყველა საგანში, უცხო ენების პროგრამა და სპორტული აქტივობები. დამამთავრებელ კლასებში ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამა და ასევე კლუბები ყველა ასაკის მოსწავლისთვის.
მესამე კატეგორიის კერძო სკოლების მთავარი უპარატესობა მცირე ბავშვიანი კლასები და მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა. საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეები სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებულები და როგორც სკოლების ადმინისტრაციებში აცხადებენ, დაინტერესება მათ მიმართ მზარდია.
ერთ-ერთი ასეთი სკოლა-ლიცეუმია „პრომეთე,“ სადაც წლიური გადასახდელი I-VI კლასს ჩათვლით 2100 ლარია. თანხაში სასწავლო პროგრამის გარდა, ჭადრაკი, ცეკვა, მხატრული კითხვა და სხვა ტიპის აქტივობები შედის. რაც შეეხება კვებას და გახანგრძლივებულს, სურვილის შემთხვევაში ამისთვის მშობელს 1000 ლარის დამატება უწევს. 2300 ლარი ღირს VII-IX , ხოლო 2500
XI-XII კლასებში სწავლება.
სწავლების წლიური ღირებულება 2500 ლარია გიმნაზიაში “შავნაბადა“. ამ შემთხვევაშიც თანხაში ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა, დამატებითი პროგრამებიც შედის. მათ შორის სასცენო ხელოვნება, მეტყველების კულტურა, ენის სასერთიფიკატო კურსები, ხალხური საკრავები წრე და სხვა.
I-VI კლასის ჩათვლით სწავლების ღირებულება 2500 ლარი,VII-IX კლასი 2700, ხოლო X-XII კლასები 2900 ლარი ღირს სკოლა „ლამპარში“.