დღესასწაულებზე ტაქსების ტარიფი იზრდება, ტრადიციულად არც 2023 წლის დღეები იყო გამონაკლისი და ფასები გაორმაგებული, რიგ შემთხვევებში გასამმაგებულიც იყო. ტარიფის ღირებულება კი დღის მონაკვეთების მიხედვით ცვლადია, როგორც წესით საღამოს საათებში უფრო ძვირი, ვიდრე დღის მონაკვეთში… მიმდინარე წელს გამონაკლისი დაუშვა კომპანია ბოლტმა და ახალი წლის დაწყებას კომპანიაში სიახლეებით შეხვდნენ - აპლიკაციაში ყველა კატეგორიის ტარიფი შემცირდა. რა ვითარებაა ბაზარზე, როგორი ფასები აქვთ გამოძახების კომპანიებს და რა გვიჯდება ადგილზე აყვანილი ტაქსით მგზავრობა?