Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა გვიჯდება საქართველოს ბიუროკრატია?

BM.GE
14.11.21 17:43
443
გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების "აწევა" საქართველოს ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია. ეს ფრაზა წლების განმავლობაში მოგვყვება და გვესმის, რაზეც ყველაზე ხშირად ეკონომისტები საუბრობენ. სახელწმიფო აპარატის ოპტიმიზაციის რესურსი, რომ არსებობს ამაზე მთავრობის მხრიდანაც კეთდება განცხადებები, თუმცა რამდენად არის ეს კონკრეტული გადწყვეტილებების წინაპირობა რთული სათქმელია. რა რაოდენობის ადამიანს ასაქმებს დღეს საჯარო სექტორი და რა თანხას ვიხდით ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მათთვის ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა შევძლოთ ? ამ მიმართულებით ვთანხმდებით, რომ კითხვები ბევრია, განსაკუთრებით, მაშინ როცა გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან გადახდილი თანხები სახელწმიფო აპარატის ეფექტიან მუშაობასთან თანხვედრაში არ მოდის.

Subscribe to our news

Get the main news of the day