Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა იცვლება ტექდათვალიერებაში?

BM.GE
10.01.23 10:23
227
1 იანვრიდან ავტომობილების ტექინსპექტირებაზე რეგულაციები გამკაცრდა. ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ხმაურის შემოწმების ვალდებულება, ასევე პირველი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდა 0.55%-მდე ძრავის უქმ სვლაზე. კიდევ ერთი ცვლილება ავტომობილების განმეორებით ტექინსპექტირებას ეხება, თუმცა ეს სიახლე 1 თებერვლიდან სევა ძალაში და ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდება. 

თუმცა რეფორმას, სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვს, რომელსაც მხოლოდ კანონში ცვლილებები ვერ მოაგვარებს, მაგალითად ის რომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების უდიდესი ნაწილი არ გადის, უბრალოდ არ მიდის ინსპექტირების ცენტრებში, ის რომ მხოლოდ ტექინსპექტირებისთვის ავტომობილის მომზადებაშიც კარგად დავხელოვნდით და ინსპექტირების ცენტრის დატოვების შემდეგ, ისევ ისე ვაბინძურებთ გარემოს და ისევ ისეთი საფრთხის შემცველია ჩვენი ავტომობილი, როგორიც ცენტში მიყვანამდე, მაგრამ საბუთი გვაქვს, ფურცელი, რომელიც ინსპექტირების ვალდებულებას ერთი წლით გვივადებს… და ასე შემდეგ… 

სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day