Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა იცვლება ტურიზმის შესახებ კანონით?

BM.GE
21.11.22 11:09
136
ტურიზმის სექტორს სრულიად ახალი კანონი ექნება. დოკუმენტზე მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში კერძო სექტორთან მიმდინარეობდა. წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტუროპერატორები, ისე გიდები, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ სავალდებულო იქნება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება. ახალ კანონს შემოაქვს ასევე ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. თუმცა მათთვის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. გათვალისწინებულია გიდებისთვის ოფიციალური სამკერდე მოწმობის შემოღება, მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლა კი, უფასო იქნება.

სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - BB Travel-ის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day