Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს - შამუგია პარლამენტში

BM.GE
14.04.22 23:56
264
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, უწყება კერძო სექტორთან კოორდინაციით მარცვლეულის წარმოების გაზრდის პროგრამაზე მუშაობს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეჯამების და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე საუბრისას განაცხადა. ოთარ შამუგიამ, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day