Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა მნიშვნელობა აქვს ვენახების აღრიცხვას?

BM.GE
03.11.22 11:51
155
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლას განცხადებით, მომდევნო წელს ქვეყანაში ვენახების პასპორტიზაციის პროგრამა უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დადგინდება ზუსტად რამდენი ვენახია ქვეყანაში და როგორ არის განაწილებული ჯიშების შემადგენლობა. არსებული კადასტრის მონაცემებით, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში სულ 34,443 მევენახეა, ინდივიდუალური ვენახების რაოდენობაა 109,351, ხოლო ამ ვენახების საერთო ფართობია 42,340 ჰექტარი. 

კადასტრის მიხედვით, წითელი ჯიშის ყურძნის ვენახების ფართობია 19,100 ჰექტარი, რომლის 91%-ც საფერავის ჯიშზე მოდის, ალექსანდროულზე წითელი ვენახების ფართობის 1.5% ნაწილდება. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თეთრყურძნიანი ვენახების ფართობია 23,240 ჰექტარი, საიდანაც რქაწითლის ჯიშზე 87% მოდის, მწვანე კახურის ჯიშზე 4.6%, ქისზე 2.7%; ხიხვზე 1.1% ხოლო სხვა ჯიშებზე 4.4%. 

რა მნიშვნელობა აქვს ვენახების აღრიცხვას და რომელი ჯიშების განვითარება უნდა მოხდეს ქვეყანაში?

სტუმარი: შალვა ხეცურიანი - სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day