Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა მოთხოვნაა ქართულ ნუშზე და კაკალზე?

BM.GE
27.09.22 13:40
165
საინტერესო ამბები და სიახლეებია როგორც ნუშის, ასევე კაკლის მიმართულებითაც საქართველოში. ამ სეტქორშიც შეგვიძლია მოვიკითხოთ ვაკანსიები. კადრების დეფიციტი დღეს თითქმის ყველა მიმართულებით არსებობს, შესაძლოა სოფლის მეურნეობაშიც სჭირდებათ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები, თუმცა იქამდე, ვიდრე სტუმრებთან გავშლით თემას, ნუშის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია და საინტერესოა, როგორია მოლოდინები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფერმერები უკვე აქტიურად ცდილობენ, სარეალიზაციო ბაზრები მოიძიონ. 

ნუშისა და კაკლის ასოციაციაციაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე მაღალ მსყიდველუნარიანი ქვეყნები გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთია. აქვე გეტყვით იმას, რომ 2022 წლის 5 თვეში ქვეყნიდან 119.43 ტონა ნუში გავიდა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობა 79.49 ტონა სომხეთზე მოდის. 

 ბოლო წლებში კაკლოვანი კულტურების ბაღები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მრავალწლოვანი მცენარეები წელს და განსაკუთრებით მომავალი წლიდან ის პერიოდია როცა რეალური მოსავლიანობის მატება ბაზარს უნდა დაეტყოს. როგორია მიმდინარე წლის მოსავლიანობა, საექსპორტე ბაზრების წინასწარი მოთხოვნები და რომელ ქვეყნებს განიხილავენ მთავარ ბაზრად ნუშის მწარმოებლები და ექსპორტიორები?


სტუმრები: თორნიკე ლათათია - "კაკლის და ნუშის ასოციაციის" დამფუძნებელი;
ლერი ტაბატაძე - "კაკლის და ნუშის ასოციაციის" დამფუძნებელი.


Subscribe to our news

Get the main news of the day