საქართველოშიც გვაქვს წარმატებული მაგალითები და სფერო რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ სიახლე ჩვენი მაყურებლებისთვსი არ იქნება ლოკოკინების წარმოებაზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ მომგებიანი ბიზნეს მიმართულებაა. საქართველოში ამ მოლუსკების პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება, თუმცა ისტორიული წყაროები და ზოგიერთი რეგიონის სამზარეულოც ადასტურებს, რომ მაგალითად სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მათ საკვებად აქტიურად მოიხმარდნენ.
დღევანდელ რეალობაში ლოკოკინას საშენი მეურნეობები ისევ გამოჩნდა სოფლის მეურნეობაში და ამ სფეროში ახალბედები აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებას.