Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა პრობლემები აქვთ ავტომობილების იმპორტიორებს?

BM.GE
09.02.21 11:47
420
თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია - ამის შესახებ ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო ძალიან ბევრმა კომპანიამ ოპერირება უკვე შეაჩერა. ავტომობილების რეექსპორტი, რომელიც საქარველოს ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2020 წელს, დრამატულად რამდენიმე მიზეზის გამო შემცირდა. ერთი პანდემია, მეორე სომხეთის ბაზრის დახურვა. საქასტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების რაოდენობა 66.5 ათასით შემცირდა, სექტორის მთლიანმა შემოსავალმა კი $328.7 მილიონით იკლო. ყველაზე მეტად - 98%-ით ექსპორტი სომხეთში შემცირდა. 2020 წელს სომხეთში რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 850 იყო, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 59 ათას ავტომობილს აღემატებოდა. სომხური ბაზრიდან ექსპორტის ვარდნა $230 მილიონ დოლარს შეადგენს. რა შეღავათებს და დახმარებას ითხოვს ბიზნესი?

სტუმარი: ლაშა დარბაისელი - ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day