რა პრობლემები შეუქმნა ბიზნესს ღვინის სერტიფიცირებამ?
BM.GE
20.02.23 09:39
• 112
2023 წლის 1 იანვრიდან, ბიზნესისთვის შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. აღმოჩნდა, რომ ამან ზოგიერთ ღვინის მწარმოებელ კომპანიას პრობლემა შეუქმნა. კერძოდ, სავაჭრო ქსელებიდან დახლზე განთავსებული ღვინოები აიღეს და ახლა ბოთლზე ეტიკეტირება ხელახლა უნდა მოხდეს, რაც ბიზნესისთვის დაკარგული დრო და დამატებითი ხარჯია. თუმცა, საბოლოო ჯამში ბიზნესი სიახლეს დადებითად აფასებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყოს.