"სუპერმარკეტ "ლა ფემილის“ დამფუძნებლებს არანაირი კავშირი შ.პ.ს. "ქართულ რითეილთან“ არ აქვს, გარდა ვალდებულებითი ურთიერთობისა, რაც გახდა საფუძველი შ.პ.ს. "ქართული რითეილის“ მიერ სუპერმარკეტ „ლა ფემილის“ ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების. ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება ბ-ნ ივა ჭყონიას განცხადება, რომ შ.პ.ს. „ქართული რითეილი“ არ ფლობს ქონებას“, - განცხადება კომპანიამ „ქართული რითეილი“ მას შემდეგ გაავრცელა რაც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია გრანდის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ „ლა ფემილის“ მფლობელის შეცვლის პროცესში შესაძლო საფრთხეებსა და ერთგვარ თაღლითურ სქემაზე ისაუბრა.
წარმოშობით უკრაინელმა ბიზნესმენმა ბრენდი „ლა ფემილი“ მას შემდეგ შეიძინა, რაც მას ფინანსური პრობლემები შეექმნა. კომპანიის ახალი დირექტორი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობდა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანია წაგებაზე მუშაობდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც დიღმის ფილიალის ადგილმდებარეობა გახდა.
"ლა ფემილის“ სხვადასხვა მიმწოდებლების მიმართ ამ ეტაპზე ფინანსური ვალდებულებები აქვს, რომლის გასტუმრებასაც არა ძველი, არამედ ახალი შპს-ს მეშვეობით აპირებს. "ქართული რითეილი“, - ასე ჰქვია ახალ კომპანიას, რომელმაც ძველი შპს-ს ვალდებულები აიღო, იმ პირობით, რომ მიმწოდებლები სუპერმარკეტის ახალ ქსელებშიც გააგრძელებენ პროდუქციის მიწოდებას. კერძოდ, „ლა ფემილი“ ორი სუპერმარკეტის გახსნას აგვისტოს შუა რიცხვებში გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ სუპერმარკეტების გახსნიდან 6 თვეში დისტრიბუტორებს და მიმწოდებლებს ვალდებულებებს გაუსტუმრებენ.
ახალ შპს-სთან ხელშეკრულების გაფორმებაში და მასზე ვალდებულებების გადატანაში, საფრთხეებს ხედავენ დისტრიბუტორები და მიმწოდებლები. ივა ჭყონიას განცხადებით, კომპანიის ბალანსზე ქონება არ ირიცხება, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვს, რომ „ქართული რითეილი“ მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს ვალდებულებებს არ გადაუხდის.
„ბიზნესკონტრაქტის“ კითხვაზე თუ რა ქონებას ფლობს ახალი შპს, რომელმაც „ლა ფემილის“ ვალდებულებები აიღო და მიმწოდებლებთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმა, კომპანიამ შემდეგი პასუხი გაგვცა:
"კომპანია “ქართული რითეილი” ფლობს საკმაოდ სოლიდური ღირებულებების აქტივებს, ასე რომ ვერ დავეთანხმებით დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ამ მოსაზრებას“.
დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ „ბიზნესკონტაქტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, არც შპს "ქართულ რითეილს" და არც შპს "პრაიდ გრუპს" რაიმე სახის უძრავი ქონება არ ერიცხებათ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოთხოვილ ინფორმაციაზე დისტრიბუტორთა ასოციაციას შემდეგი პასუხი გასცა:
„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 25 ივლისს შემოსული თქვენი №156051/17 განცხადები სპასუხად გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს ,,ქართული რითეილი"-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, რის გამოც სასურველია წარმოდგენილიქნას უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართი, სიტუაციური ნახაზი დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთის მონიშვნით".
"ბიზნესკონტაქტი“ ასევე დაინტერსდა რა კავშირშია ერთმანეთთან შპს “ქართული რითეილი” და შპს “პრიად გრუპი” , გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელის ვალდებულებები აიღო ქართულმა რითეილმა. კომპანიაში განგვიმარტეს:
"მათ სადამფუძნებლო თვალსაზრისით საერთო არ აქვთ. მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთბები, რის საფუძველზედაც განხორციელდა შ.პ.ს. „პრაიდ გრუპის“ ვალდებულებების შ.პ.ს. „ქართული რითეილის“ მიერ თავის თავზე აღება", - განგვიმარტეს კომპანიაში.
დისტრიბუტორთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ შპს პრაიდ გრუპის დირექტორი თეიმურაზ რევია უწევდა თარჯიმნობას შპს „ქართულ რითეილის“ დამფუძნებელს მარკ კუზნეცოვს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წესდების წარდგენისას, თარგმნისას და აწერს ხელს დოკუმენტაციაზე.
„ქართულ რითეილში“ განმარტავენ, რომ დისტრიბუტროთა ასოციაციის თავმჯდომარემ თავად გააფორმა ხელშეკრულება შ.პ.ს. „ქართული რითეილთან“ და როგორც კრედიტორი დათანხმდა მისი ვალების გასტუმრებას ახალი კომპანიის მიერ. „შესაბამისად ვალდებულებები შესრულდება პირნათლად და თქმულ დროსა დაა დგილზე. რაც შეეხება მის ეჭვებს ეს მისი უფლებაა, თუმცა ისინი გაქარწყლდება სწორედ ვალდებულებების შესრულებით მის მიმართ“, - პასუხობენ „ქართულ რითეილში“ დისტრიბუტორთა ასოციაციას. ივა ჭყონია კი არ გამორიცხავს, რომ კომპანიის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ.