Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა რისკები ახლავს რუსეთთან გაძლიერებულ კავშირებს?

BM.GE
15.05.23 11:19
81
„ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2019 წლიდან შეჩერებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ დრომდე მოგზაურობისას არსებულ დისკომფორტს აღმოფხვრის და ამას გარდა მოქალაქეებს ხარჯებსაც შეუმცირებს. ქვეყნის მოქმედი პრემიერი რუსეთთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენითაც იწონებს თავს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ ოცნების მთავრობამ მოახერხა ამ კავშირების აღდგენა. 

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც თვლიან, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის მისასალმებელია და არსებული აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რუსი ვიზიტორების მეტი რაოდენობა შემოვა- გაუგებარია. 

რა გავლენას იქონიებს რუსეთთან გაღრმავებული სავაჭრო კავშირების შემდეგ ფრენების დამატება?

სტუმარი: ირინა გურული - "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილე;

Subscribe to our news

Get the main news of the day