Home
Category
TV Live Menu

რა საკანონმდებლო ცვლილებებს უნდა ველოდოთ შრომის ბაზარზე 2018-2019 წლებში

5a7feeb577344
მეგი კავთუაშვილი
11.02.18 16:00
715
შრომისა და დასაქმების სფეროში სამართლებრივი ბაზის ევროპულ სტანდარტთან მიახლოვებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი საკანონდებლო გარანტიების შექმნა მოუწევს. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიხედვით:

2018 წლის 1 სექტემბრამდე:

დირექტივა 4: ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა შეიქმნას მექაზნიზმი, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებიდან არა უგვიანეს 2 თვის პერიოდში წერილობით მიაწოდოს დასაქმებულს ინფორმაცია დასაქმების არსებითი პირობების შესახებ;

დირექტივა 2: უნდა შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების არათანაბარი მოპყრობისგან დასაცავად; დირექტივა 3: უნდა შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირების არათანაბარი მოპყრობისგან დასაცავად; დირექტივა 7: უნდა დაწესდეს მინიმალური მოთხოვნები დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის უზრუნველსაყოფად.

2019 წლის 1 სექტემბრამდე:

დირექტივა 5: ახლებურად უნდა დარეგულირდეს მასობრივი დათხოვნის შემთხვევები, რაც მოიცავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის კონსულტაციების წარმოებას და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ჩართვას; დირექტივა 6: დამატებით უნდა დარეგულირდეს საწარმოს ან ბიზნესის სრული ან ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევები და განისაზღვროს ახალი და ძველი დამსაქმებლების ვალდებულებები.

2020 წლის 1 სექტებრამდე:

დირექტივა 4: უნდა შეიქმნას ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ან ვადიან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირებისთვის სამუშაოზე ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების თანაბარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიები; დირექტივა 8: საკანონმდებლო ბაზას უნდა დაემატოს სამუშაო დროის ორგანიზების მოთხოვნები.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები“ - ეფექტიანობის ანგარიში.

Subscribe to our news

Get the main news of the day