რა სჭირდებათ სურსათის მწარმოებლებს ექსპორტზე გასასვლელად?
BM.GE
08.06.23 11:04
• 107
ადგილობრივ მწარმოებლებს რომ ექსპორტზე გასვლისას მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ექმნებათ, ეს ახალი ამბავი არაა, ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ცნობადობის ნაკლებობას ასახელებენ. გუშინ კი თბილისში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მწარმოებლებიც იყვნენ წარმოდგენილები, ღონისძიება სწორედ მათ ცნობადობის ამაღლებას ემსახურებოდა. რა გამოწვევებს გამოყოფენ სექტორის წარმომადგენლები და როგორ ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს?