2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობების სრულიად ახალ მოწესრიგებას გვთავაზობს და ბიზნეს სუბიექტებს მათი სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საქმიანობის მეტი სტრუქტურირებისკენ და სისტემატიზაციისკენ მოუწოდებს. ახალი კანონი სიახლეებს ითვალისწინებს ახალი სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნებისას და კორპორატიული დოკუმენტების წარმოებაშიც. განსხვავებულია დირექტორის დანიშვნის წესი და გადახდისუუნარობის საქმეებში კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიმართულება. გადახდის უუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა, ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი სამეწარმეო კანონმდებლობის აქილევსის ქუსლს. მოკლედ, ამ ზაფხულს შევაჯერებთ ლაშა ნოდიასთან საუბარს ახალ კანონმდებლობაზე.
სტუმარი: ლაშა ნოდია - “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები”, მმართველი პარტნიორი
სტუმარი: ლაშა ნოდია - “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები”, მმართველი პარტნიორი