2020 წელს საქართველოდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.