Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შეიცვალა დღგ-ს დაბრუნების წესში?

BM.GE
27.12.22 12:36
265
დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხო ავტომატური წესით დასაბრუნებელი დღგ-ის გაანგარიშების წესს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემაში შესულ ცვლილებაზე განმარტებას აკეთებს. BMG-ისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, 31 დეკემბრიდან დღგ-ის ზედმეტობის ნაშთი ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე. 

საუბარია დღგ-ის იმ ზედმეტობაზე, რომელიც 2020 წლის ნოემბრამდე დაგროვდა. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მეწარმე სუბიექტების რაოდენობა, რომელთაც ცვლილება შეეხება არის მცირე. თუმცა, მათი კონკრეტული რაოდენობა არაა დასახელებული. 

სტუმარი: მიხეილ ჩიკვილაძე - "შემოსავლების სამსახურის" ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე


Subscribe to our news

Get the main news of the day