რა შემოსავალს მოუტანს საკურას ყვავილობა წელს იაპონიას?
BM.GE
04.04.23 12:19
• 91
იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა. გარდა კულტურული მნიშვნელობისა, საკურას ყვავილობას იაპონიისთვის, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. რაც როგორც ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას, ასევე ქვეყანაში ტურისტების გაზრდილ ნაკადს უკავშირდება. უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო საკურას ყვავილობა წელს შედარებით ადრე, 15 მარტს დაიწყო და როგორც ნავარაუდევია, წლევანდელი დღესასწაული იაპონიის ბიუჯეტს დამატებით 5 მილიარდი დოლარით გაამდიდრებს.