Home
Category
TV Live Menu

რა შემთხვევაში აღარ აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა

5a69cc6a4127d
ელენე გოგბერაშვილი
25.01.18 16:42
796
მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი აშენდება თუ არა ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 მილიონ დოლარად გაიყიდა, დღემდე უწყება ნაქირავებ შენობაში მუშაობს. როგორც მინისტრი ამბობს, თუ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართებში არ მოხდა სამინისტროს გადანაწილება, ამ შემთხვევაში ახალი შენობა აშენდება.

"ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების. მიწა არის მოძებნილი, პროექტი არის გაკეთებული. ჩვენ განვიხილავთ და ალბათ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ვახერხებთ, თუ ვერ ვახერხებთ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში რომ განვათავსოთ უკვე გაერთიანებული სამინისტრო. იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმგვარად, რომ ვერ ვანთავსებთ, ამ შემთხვევაში მშენებლობა აქტიური ტემპით დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ განვათავსებთ ამ შემთხვევაში სამინისტროს ახალი შენობა აღარ აშენდება",-განმარტავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day