Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შეუსაბამობები გამოვლინდა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას?

BM.GE
13.01.23 16:44
121
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინა. გასული წლის განმავლობაში შემოწმება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, 2022 წელს, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ღვინის მწარმოებელ 48 კომპანიაში. აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა. რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა საექსპორტო ღვინის შემოწმებებისას და რა სიახლეები იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ხარისხის შესამოწმებლად?

სტუმარი: ლევან მეხუზლა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

Subscribe to our news

Get the main news of the day