ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია SavvY ახალ მოდელზე გადავიდა, შესაბამისად, ძირითადი გუნდის გარდა, ახლა მათ 50-ზე მეტი პარტნიორი კონსულტანტი ჰყავთ, რომლებიც კომპეტენციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა პროექტში ჩაერთვებიან. ცვლილების აუცილებლობა პანდემიის დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე დაინახეს, რადგან ბიზნეს სექტორში დამატებითი საჭიროებები გაჩნდა. აქვე შეგახსენებთ, რომ SavvY 5 წლის წინ შეიქმნა, თუმცა მანამდე, დამფუძნებლებს ხშირი შეხება ჰქონდათ საკონსულტაციო ბიზნესთან და კომპანიებთან.
სტუმარი: მარიამ ქოიავა - SavvY-ს მმართველი პარტნიორი;