Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ვაქცინა მუშაობს “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ?

BM.GE
03.06.22 09:14
216
დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს, ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს. აქვე როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის მაიმუნის ყვავილის ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ისინი ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“ არიან აცრილები. როგორ იზრდება ევროპაში ინფიცირების შემთხვევები და რა ვაქცინებია ეფექტური მის წინააღმდეგ?

Subscribe to our news

Get the main news of the day