საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა იზრდება, მაგრამ დაბრკოლებები მაინც არსებობს - ბოლო მონაცემით, მოსახლეობის 79.3%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან. ასეთია Freedom House-ის ანგარიშიდან ამონარიდი, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტის მოხმარების ზრდასთან ერთად ბევრი მომხმარებელი წუხდა ინტერნეტის დაბალი ხარისხის გამო, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში”. ანგარიშის მიხედვითვე, საქართველოში ინტერნეტში გადმოწერის სიჩქარე ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა სომხეთი, რუსეთი და უკრაინა. ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და ბევრ მიმართულებას ეხება, მათ შორის ნაწილი “მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელისთვის მიუღებელია და უჩა სეთური BMG-სთან ამბობს რომ რიგი მიგნებები სიმართლეს არ შეესაბამება. კონკრეტულად რა არის არაზუსტი ინტერპრეტაციით და რაზე დაფუძნებით აქვს შენიშვნები “მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელს?
სტუმარი: უჩა სეთური - საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე