Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ხდება covid-კლინიკებში - იღუპებიან თუ არა პაციენტები ჰოსპიტალური ინფექციით ?

BM.GE
27.12.21 18:25
632
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ით 71 ადამინი გარდაიცვალა. მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 ათას 600-ს მიაღწია. 100 ათას სულ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებლით საქართველოს, უკვე თვეებია სამწუხაროდ, მოწინავე ადგილი უჭირავს და უკვე თვეებია ისმის კითხვა - რატომ გვეხოცება პაციენტები. ამ კითხვას პასუხი ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან უკვე წასულმა ეკატერინე ტიკარაძემ შემაჯამებელ ანგარიშში გასცა. მისი თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. მინისტრი აცხადებს, რომ ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა.


სტუმარი: ვახტანგ კალოიანი - ჯანდაცვის სპეციალისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day