Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ხდება მთის კურორტებზე დღეს? - შალვა აბრამიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
22.12.20 11:37
440
გასულ უქმეებზე გუდაურში აქცია გაიმართა, სახელწოდებით - „გადავარჩინოთ ზამთრის კურორტები!“, რომელიც ერთგვარი გზავნილი იყო საზოგადოებისა და მთავრობის მისამართით, იმისათვის, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სათხილამურო კურორტების საკითხს. მსგავსი აქცია-პერფორმანსი წინა კვირასაც გაიმართა, თუმცა როგორც ორგანიზატორები ამბობენ, რაიმე ტიპის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მაინც ვერ ახერხებენ. ასე რომ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, კურორტების 31 იანვრის ჩათვლით დახურვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს გადახედვას არ ექვემდებარება. პაპარელურად, მთავრობა აანონსებს და ხვდება კერძო სექტორს საკითხის მოგვარების მიზნით და ასევე ჩართულია ინფრასრუქტურული საკიტხების მოგვარებაშიც. მაგალითად მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია და თუ ამ წელს პანდემია სამთო -სათხილამურო კურორტების გახსნის საშუალებას ხელს არ შეუშლის, დამსვენებლებს წინა წლისგან განსხვავებით წყალმომარაგებიასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

სტუმარი: შალვა აბრამიშვილი - სათხილამურო კლუბი „გუდაურა“მთავარი მწვრთნელი.


Subscribe to our news

Get the main news of the day