საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებმა, კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საავტორო უფლებათა ასოციაციაში პრესკონფერენაცია გამართეს. თემა ეხება ორგანიზაცია GERA-ს და მასთან დაკავშირებული ავტორ-შემსრულებლების მიერ პარლამენტში შეტანილ განცხადებას, რომლითაც ითხოვენ პარალელური ადმინისტრირების, ანუ სფეროში ერთზე მეტი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის დაშვებას და ამ მიზნით კანონის შეცვლას. ასოციაციის წევრები ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაციას როგორც ასოციაციის მუშაობის, ასევე იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება პარალელურ ადმინისტრირებას მოჰყვეს. ისინი, ასევე წერილობით მიმართავენ პარლამენტს, რომ გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება, ასევე საკითხის განხილვაში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები.